“ნაციონალური მოძრაობის” ფოთის ორგანიზაცია ავრცელებს ფოტოს, სადაც აღბეჭდილია გაშლილი სუფრა. ორგანიზაციის მტკიცებით, ის “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მოსახლეობის მოსაყვანად გაშალეს.

ფოტოზე, გაშლილ სუფრასთან ზურგით ჩანს მამაკაცი “ქართული ოცნების” მაისურით.

“ფოტოზე აღბეჭდილია 9 აპრილის ქუჩაზე #20 კორპუსის ეზო, სადაც ქართული ოცნების შეხვედრაზე ხალხი არ გამოვიდა, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კი სუფრა გაშალეს და მსგავსი მეთოდებით ცდილობენ მოსახლეობის გულის მოგებას”- წერია ენმ-ს ფოთის ორგანიზაციის ფეისბუქ-გვერდზე.

“ქართული ოცნების” კანდიდატის წარმომადგენელი კატო ჩულაშვილი აღნიშნულ სუფრასთან რაიმე კავშირს უარყოფს.

ფოტო აღებულია ენმ-ს ფოთის ორგანიზაციის ფეისბუქ-გვერდიდან.

კომენტარები