„მე ყველას ვეუბნები, 8 ოქტომბერს ძველი კადრები დატოვებენ მერიის შენობას და მიდიხართ თქვენ, თქვენი ქალაქის ასაშენებლად, მოემზადეთ სამსახურებისთვის, მიყვარხართ!“ – ამ სიტყვებით მიმართა გუშინ, ფოთში გამართულ ფერების ფესტივალზე შეკრებილ ახალგაზრდებს „ეროვნული ფორუმის“ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ოთარ ხარჩილავამ.

ხარჩილავამ აღნიშნული მუქარა მერიის თანამშრომლების მისამართით არაერთხელ გაჟღერა. მან ერთ-ერთ შეხვედრაზე ისიც განაცხადა, რომ თავად შეხვდა ფოთის მერს და მისი გამარჯვების შემთხვევაში, კადრების გაშვება მოთხოვა.

ფერების ფესტივალი ფოთში გუშინ 18 საათიდან დაიწყო. მას „ეროვნული ფორუმის“ ახალგაზრდული ფრთის წევრები და მათი თავმჯდომარე ნინა აბრამია ხელმძღვანელობდნენ.

ფესტივალზე ფერადი ფხვნილები, პირო (ფერადი კვამლი), ასაყრელი ფანტელები და ბუშტები უფასოდ დარიგდა.

კომენტარები