“პირადად ბოდიშს გიხდით, მაგრამ TSpress -ს ინტერვიუს არ მივცემ – განაცხადა „ეროვნული ფორუმის“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ოთარ ხარჩილავამ ჟურნალისტთან სატელეფონო საუბრისას, TSpress-ის მიერ კანდიდატებთან სტანდარტული ბლიც-ინტერვიუს შეთავაზებაზე.

ინტერვიუს ჩაწერაზე მან მანამდეც ორჯერ განაცხადა უარი, მიზეზად კი მისი განცხადებების „დამახინჯებულად გაშუქება“ დაასახელა, თუმცა რომელ განცხადებაზე იყო საუბარი, ვერ დააკონკრეტა.

TSpress- მა, დაახლოებით ორი კვირის წინ, „ეროვნული ფორუმის“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრა გაასაჯაროვა, სადაც ის შეკრებილ მოსახლეობას იფიცებს: “თუ 8 ოქტომბერს შემოხაზავთ ნომერ 26-ს, თქვენს თავს ვფიცავარ, ხაზავთ დამოუკიდებელ ქალაქს, დამოუკიდებელ თვითმმართველობას, თქვენი შვილების უკეთეს მომავალს და განვითარებას! დიდი მადლობა!“- ამბობს ხარჩილავა.

კანდიდატი სავარაუდოდ ამ ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებამ გაანაწყენა, რადგან მისი ეს ფრაზა სახუმარო თემად იქცა და ვანო ჯავახიშვილის შოუშიც კი მოხვდა.

ერთ-ერთ შეხვედრის გადაღებისას ხარჩილავამ TSpress-ის ოპერატორს კამერა გაუთიშა და გადაღება აუკრძალა.

აღსანიშნავია, რომ ხარჩილავა ადგილობრივ ტელევიზია – “მეცხრე ტალღასთან” აქტიურად თანამშრომლობს და ეს უკანასკნელიც მას მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში აშუქებს.

კომენტარები