„ყველა ჩემი მხარდამჭერი – ჩემი მეგობარია და უფლება მაქვს, მეგობრები დავიფიცო“- ასე განმარტავს “ეროვნული ფორუმის” ფოთელი კანდიდატი მის მიერ ამომრჩევლების დაფიცებას გამოცემასთან -“მთავარი სამეგრელოში.

შეგახსენებთ, რომ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე შეკრებილი მოსახლეობა დაიფიცა: “თუ 8 ოქტომბერს შემოხაზავთ ნომერ 26-ს, თქვენს თავს ვფიცავარ, ხაზავთ დამოუკიდებელ ქალაქს, დამოუკიდებელ თვითმმართველობას, თქვენი შვილების უკეთეს მომავალს და განვითარებას! დიდი მადლობა!“ ამბობს ხარჩილავა.

კანდიდატი, სავარაუდოდ, TSpress-ის მიერ ამ ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებამ გაანაწყენა, რადგან მისი ეს ფრაზა სახუმარო თემად იქცა და ვანო ჯავახიშვილის შოუშიც კი მოხვდა.

ერთ-ერთ შეხვედრის გადაღებისას ხარჩილავამ TSpress-ის ოპერატორს კამერა გაუთიშა და გადაღება აუკრძალა. რამდენიმე დღის წინ კი, მან გამოცემას ინტერვიუზე უარი განუცხადა.

ოთარ ხარჩილავა 2012 წლამდე მერის თანაშემწედ სპორტისა და კულტურის საკითხებში მუშაობდა. ამჟამად, ფოთის საკრებულოს წევრია. 2014 წელს ის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა, თუმცა სულ რაღაც 3 თვეში, ის იმპიჩმენტის წესით გადააყენეს. ხარჩილავა ამ ფაქტს მის ფოთის მაჟორიტარ ბესელიასთან დაპირისპირებას უკვშირებს.

ოთარ ხარჩილავა 2007 წელს გასამართლებულია ნარკოტიკების მოხმარებისათვის, მას დაკისრებული აქვს ადმინისტრაციული ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

2010 წელს, ის ხელმეორედაა გასამართლებული ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე. ის საპროცესო გარიგებით დაკისრებული 50 000 ლარის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.

2013 წელს, პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებით, მას მოეხსნა ნასამართლეობა. თავად ხარჩილავა მისი დაკავებების ფაქტს, სააკაშვილის პერიოდში, მისი და მამამისის – ბიზნესმენ გიზო ხარჩილავას დევნას უკავშირებდა.

ამავე თემაზე:

ვინ არის “ეროვნული ფორუმის” ფოთელი კანდიდატი [Video]

ოთარ ხარჩილავა – ჩემი მხარდაჭერით, თქვენს თავს ვფიცავარ, უკეთეს მომავალს ირჩევთ [Video]

“ეროვნული ფორუმის” ფოთელი კანდიდატი TSpress-ს გაუბრაზდა [Video]

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედ ოთარ ხარჩილავა აირჩიეს

მერის თანაშემწე – რუსული დროშის დაწვა ვანდალიზმია [Video]

ნეპოტიზმი და პოლიტიკური დანიშვნები ფოთის მერიაში

საჯარო სამსახურის თანამშრომლები მარგველაშვილთან შეხვედრაზე [Video]

“ქართული ოცნების” ფოთის ორგანიზაცია რუსეთის დროშის დაწვას გმობს [Video]

კომენტარები