„მე უბრალოდ თბილისში გავიზარდე და იმიტომ ვთქვი თბილისელობაზე. ფოთელიც ზუსტად ამას იტყვის, ქუთაისელიც, თელაველიც…ეს არ არის კაცობა. კაცი, როცა ასეთ რამეს გაბრალებს, სასამართლოში უჩივი – ეს არის ვაჟკაცობა… ყველაზე დიდი განაჩენი, რაც შეიძლება ივანიშვილს გამოვუტანოთ, არის ის, როცა ხალხი მატყუარას დაუძახებს… მე კაცურად მოვიქეცი, როგორც ყველა კაცი მოიქცეოდა… რომ წახვიდე სასამართლოში, ის გადაიხდის 1 მილიონ დოლარს, იმისთვის ეს ადვილია, როგორიც თქვენთვის ათი თეთრია. ის ამით განთავისუფლდება! არა! ასე კაცურად აგოს პასუხი, თუ ბოდიში არ მოიხადა და კიდევ დაიწყო განმეორება, რა თქმა უნდა, ეგეთ კაცს უნდა უჩივლო სასამართლოში,“ – განაცხადა ბურჭულაძემ ფოთში ვიზიტის ბოლოს TSpress-ის კითხვაზე პასუხად.

„სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერს, პაატა ბურჭულაძეს TSpress-მა კითხვა მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაუსვა: ცნობს თუ არა სასამართლოს და რა იგულისხმა ფრაზაში – “მე სასამართლოში მომჩივანი არ ვარ. ივანიშვილისგან განსხვავებით, თბილისში გაზრდილი ვარ და ცოტა სხვანაირად ვიცი პასუხის მოთხოვნა. ახლა სასამართლოში ამის თაობაზე ჩემი ჩივილი თბილისურად არ იქნება ლამაზი?”

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც ბურჭულაძემ გვერდში დგომის სანაცვლოდ, ივანიშვილისგან დიდი თანხა მოითხოვა.

პაატა ბურჭულაძემ ბიძინა ივანიშვილისგან ფაქტის დადასტურება ან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

პაატა ბურჭულაძე გუშინ ფოთში იმყოფებოდა.

კომენტარები