„ყოველთვის ვედექი ყველა პრეზიდენტს გვერდში, მქონდა იმედი, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. ერთადერთი, ვინც ეს ისტორიული ნაბიჯი გადადგა და ეს გააკეთა იყო ზვიად გამსახურდია”- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ ფოთში ამომრჩევლებთან შეხვედრისას.

“ყველა პრეზიდენტი, რომელიც იყო მერე: შევარდნაძე, სააკაშვილი და ეხლა, პრეზიდენტი დავარქვათ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ყველამ ძალიან კარგად დაიწყო და ძალიან ცუდად დაამთავრა, დღეს არ არის არცერთი ადამიანი, ვის გვერდში დგომაც შეიძლება, ხალხმა უნდა ვიზრუნოთ ჩვენზე“ – თქვა ბურჭულაძემ.

მან არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა: „25 წლის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ოკუპირებული ტერიტორიები, უამრავი დევნილი ადამიანი, მივიღეთ ყველა მესამე ადამიანი, ვინც კი დარჩა საქართველოში, ითხოვს სოციალურ დახმარებას.“

ფოთის თეატრში მოსახლეობასათან შეხვედრისას პაატა ბუჭულაძემ კიდევ ერთხელ წარადგინა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი კოტე კემულარია, რომელმაც ამომრჩევლებს სიტყვით მიმართა: „ჩვენ ვიცით, რომ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ძალიან ძლიერად გაწუხებთ, და გიქმნით ხანდახან უიმედობის, გადაუწყვეტლობის შეგრძნებას, ეს ყველაფერი გადაწყდება.“

კომენტარები