გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, BMW-კლუბის მიერ ფოთში გამართული საქართველოს დრიფტ-ჩემპიონატი „ქართული ოცნების“ ფოთელმა კანდიდატმა, ირალი ხახუბიამ დააფინანსა. ხახუბიამ დრიფტში თავად მიიღო მონაწილეობა, რაც მედიითაც გაშუქდა და ვიდეომასალა მის ფეისბუქ-გვერდზეც დაიდო.

ჩვენ ვართ სრულიად აპოლიტიკური. ფოთის კლუბი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელზეც ჩვენ ვერ და არ ვაგებთ პასუხს არც ერთი კუთხით“ – განუცხადეს TSpress-ს საქართველოს BMW–ს კლუბიდან.

BMW-კლუბის ფოთის წარმომადგენელმა, ზურაბ კალანდაძემ კი არსებული ინფორმაცია უარყო: „ეს კლუბი ფოთში წლებია არსებობს, არანაირად არ არის ახლანდელი დრიფტიც ხახუბიას დაფინანსებული, ტყუილია. ვინ რას იტყვის, ყველაფერი არ დაიჯერება, მაგრამ თუ მაინც შეეცდება ვინმე ამ თემაზე საჯაროდ რაიმე დამაბრალოს, ჩემგან მიიღებს პასუხს“- აცხადებს კალანდაძე TSpress –თან.

ხახუბიას წარმომდგენელი კატო ჩულაშვილი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ კანდიდატს ჩემპიონატი არ დაუფინანსებია.

„ფული ფოთის BMW-კლუბს არ აქვს. მას ყავდა სპონსორები. ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთი იყო შპს სათნო, კანდიდატის მძახლის – თენგიზ სარიშვილის კომპანია. თან კანდიდატიც კი მივიდა დრიფტზე, ყველამ ვნახეთ”- აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის წარმომადგენელი ვახტანგ დარცმელიძე.

კომპანია „სათნოს“ მიერ ჩემპიონატის დაფინანსების ფაქტი კალანდაძემ TSpress-თან დაადასტურა. მისი თქმით, ჩემპიონატი სულ შვიდმა კომპანიამ დააფინანსა, მათ შორის შპს აისბერგმაც, რომელიც ასევე ხახუბიას ბიზნესპარტნიორის კომპანიაა.

თენგიზ სარიშვილი გასულ საპარლამენტო არჩევნებში, კენჭს ფოთის მაჟორიტარად “ნაციონალური მოძრაობიდან” იყრიდა, თუმცა დამარცხდა და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი “ქართული ოცნების” კანდიდატი ეკა ბესელია გახდა.

კომენტარები