“კანონი დაირღვა? კანონი თუ არ დარღვეულა, ნორმალურია. გაუჭირდათ ალბათ და აიღეს, აბა დალხინებული კაცი სესხს არ იღებს. თქვენს კითხვაშივე ჩანს სიდიადე ამის”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გორელი ჟურნალისტის ია თინიკაშვილის კითხვაზე პასუხად.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, “ქართულმა ოცნებამ” ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ბანკისგან” 1 მილიონი ლარი სესხად 14 სექტემბერს აიღო.

სესხის უზრუნველყოფად საქართველოს “საარჩევნო კოდექსის” 56-ე მუხლის პირველი ნაწილია მითითებული.

“მთავარია კანონი არ დაირღვეს და თუ კანონის ფარგლებში ხდება ნორმალურია ეს საარჩევნო პროცესში, გახსოვთ, რამხელა რიგი დადგა ,,ქართუ ბანკთან“ ესაა ქართველი ხალხი და ახლაც ამბურძგლა რომ არ დაგიმალოთ,“- განაცხადა ივანიშვილმა ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ოპოზიციისთვის ყველანაირ დაფინანსების შეზღუდვის გახსენებისას, როცა მოქალაქეები იმ დროს ოპოზიციაში მყოფ “ქართულ ოცნებას” სიმბოლურ თანხას წირავდნენ.

.

ყოფილი პრემიერი დღეს ქვემო ქართლის ჟურნალისტებს ხვდება.

კომენტარები