მას შემდეგ, რაც ფოთის #70 საოლქო კომისიამ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი, რომლითაც საუბნო კომისიებში დამოუკიდებელ წევრთა კვოტით შესულ ხელისუფლების წარმომადგენელთა შეცვლას ითხოვდნენ, რომლებიც სამუშაო საათებში ფოთელ საჯარო მოხელეებს ერთ-ერთ შენობაში ხვდებოდნენ და დირექტივებს იღებდნენ, ნაციონალებმა საჩივრით ცესკო-საც მიმართა.

„როგორც ჩაგვბარდა საოლქოს გადაწყვეტილება, იმავე დღეს ფოსტით გავუგზავნეთ ცესკოს საჩივარი და დაგვიანებულად ჩაგვითვალეს, რის გამოც არც განიხილეს,“- აცხადებს ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ დარცმელიძე.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებიმათი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში უნდა გასაჩივრდეს ცესკოში. ამავე კანონის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საარჩევნო კომისიაში საჩივარი შეტანილად ითვლება საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის მომენტიდან. წინამდებარე საჩივარი ცესკოში რეგისტრირებულია 22 სექტემბერს“ – წერია თამარ ჟვანიას მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 21-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 25- მუხლის მე-14 ე პუნქტის საფუძველზე, რომელიც გულისხმობს – „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრების დღეს და წყდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე“ და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე N70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიამ დაადგინა უარი ეთქვას “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შემოტანილი წერილის მოთხოვნას უსაფუძლობის გამო, – წერია ფოთის საოლქო კომისიის გადაწყვეტილებაში.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ცესკოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ვადა აქვს. გაასაჩივრებენ თუ არა, ვახტანგ დარცმელიძემ ჯერჯერობით არ იცის.

ამავე თემაზე:

ენმ საარჩევნო კამპანიაში ფოთელი საჯარო მოხელეების უკანონოდ მონაწილეობის ფაქტს ასაჯაროებს [Video]

კომენტარები