„ერთიანი ნაციონალური მორაობის“ ფოთელი კანდიდატი, ბექა ბასილაია ფოთის მერს, ირაკლი კაკულიას სასამართლოში უჩივის.

საქმე ეხება ადგილობრივი ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის ეთერში გასულ განცხადებას, სადაც მერმა ბექა ბასილაია ადამიანების „წამებაში თამონაწილედ“ და „ხალხის დამკიდებლად“ მოიხსენია.

„პიროვნება, რომელიც ღამის 2-3 საათზე, როგორც ამბობენ, ნოტარიუსის თანხლებით აფორმებინებდა ნახევარი თბილისის ქონებებს, როგორც ვიცი, 2 გვამი რომ მოითხოვა იმ კაცის ადვოკატია, უგულავასი და კიდევ სხვების. როგორც ამბობენ, ყველა იმ უბედურების თანაზიარია და დღეს გამოდის ცენტრალური ტელევიზიით და თევზის სუნიაო ამბობს. თევზის სუნია კი არა, კიდებდა ხალხს, როგორც ამბობენ…“- განაცხადა მერმა.

ბასილაია მერს ბრალდების დამტკიცებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცილისწამებისთვის პასუხს აგებინებს. ფოთის მერი TSpress-ის სატელფონო ზარებს არ პასუხობს.

კომენტარები