არჩევნებამდე 9 დღით ადრე, ფოთის N 61 მაჟორიტარულ ოლქში, მაჟორიტარობის ორმა კანდიდატმა – ზაზა შალამბერიძემ და აკაკი სანიკიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

როგორც #70 საოლქო-საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, საარჩევნო ბლოკი „ჩვენები-სახალხო პარტიის კანდიდატმა ზაზა შალამბერიძემ ( N23) კანდიდატურა საკუთარი სურვილით მოხსნა, ხოლო „საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტიის“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა – აკაკი სანიკიძემ (N20 ) პარტიული სია განსაზღვრულ დროში ვერ წარადგინა ცესკოში, რის გამოც ის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ამჟამად, ფოთის საოლქო-საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ფოთის მაჟორიტარობისთვის 13 კანდიდატი იბრძვის.

კომენტარები