ფოთის N 61 მაჟორიტარულ ოლქში, საუბნო და საოლქო კომისიის წევრებმა, ხელი მოაწერეს ეთიკის კოდექსს.

ეს დოკუმენტი აერთიანებს ოთხ ნორმას, რომელიც ითვალისწინებს:

1. კანონის პატივისცემას

2.სამართლიანობას

3. მიუკერძოებლობას

4.გამჭვირვალობას

კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიების წევრები ვალდებული არიან უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები; უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა. საარჩევნო პერიოდში თავი აარიდონ ადგილობრივი თუ სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირებთან პირადი ხასიათის შეხვედრებსა და ვიზიტებს.

დღეს, ფოთის N61 ოლქში გამართულ სხდომაზე, კომისიის 13-მა წევრმა იმსჯელა ეთიკის კოდექსზე და დაეთანხმნენ კოდექსის ნორმების შესრულებას, რაც ხელმოწერით დაადასტურეს.

როგორც TSpress-თან საუბრისას N61-ე ოლქის თავმჯდომარემ-სალომე როდონაიამ განაცხადა, საუბნო კომისიების წევრები უკვე შერჩეულია.

სხდომა ეთიკის კოდექსზე მსჯელობისა და ხელის მოწერის შესახებ, დღეს, საქართველოს მასშტაბით 12 საათზე გაიმართა.

კომენტარები