“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი და საარჩევნო მიმართულების ხელმძღვანელი ლელა ტალიური განმარტავს, თუ რა ითვლება წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვად.

„საქართველოს კოდექსის 164-ე პრიმა მუხლის თანახმად, ამომრჩევლის მოსყიდვად იგულისხმება ამომრჩევლისათვის საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდების, ქონებრივი ან მატერიალური სიკეთის გადაცემა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ამომრჩევლის მოსყიდვისათვის პასუხისმგებლობა დაწესებულია არა მხოლოდ სიკეთის გამცემისთვის, არამედ ასეთი სიკეთის მიღებისთვისაც, ანუ წინასაარჩევნო პერიოდში, სიკეთის მიმღები მოქალაქეც შესაძლოა აღმოჩნდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ. ჯარიმა ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ეს არის პასუხისმგებლობის ის ზომა, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს.“

ლელა ტალიურის განმარტებით, ასევე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონი ამომრჩევლის მოსყიდვისთვის ითვალისწინებს, რომ-100 ლარამდე ღირებული მატერიალური საჩუქრის გადაცემის ფაქტს, სწავლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

ასევე, საარჩევნო კოდექსი, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამომრჩევლის მოსყიდვისთვის, განსხვავებით სისხლის სამართლისა თუ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონისა. სასამართლო უფლებამოსილია, მოქალაქის მოსყიდვის კანონდარღვევის აღმოჩენისა და მისი დადასტურების შემთხვევაში, გააუქმოს საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაცია.

კომენტარები