ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი ფოთში დაანონსებულ პრესკონფერენციაზე არ ჩამოვიდა. ის მას შემდეგ არც სატელეფონო ზარებს პასუხობს. შოშიაშვილის განცხადებით, ნაციონალების ფოთელი კანდიდატი ბექა ბასილაია, მისთვის ბიზნესის წართმევაში უნდა ემხილა და ფაქტები წარმოედგინა.

მისი განცხადებით, ბექა ბასილაია, როდესაც პროკურატურის თანამშრომელი იყო, უშუალოდ მონაწილეობდა მისთვის ბიზნესის წართმევის პროცეში, ასევე ბასილაიას ზეწოლით, გრემის ნანგრევები 700 000 ლარად შეაძენინეს.

TSpress-მა ვალერი შოშიაშვილ sms-შეტყობინებაც გაუგზავნა, თუმცა მას ამ დრომდე არ უპასუხია.

თავად ბექა ბასილაია ბრალდებას უარყოფს და ყოფილ ბიზნესმენს სუს-ის აგენტობაში ამხელს.

„ვალერი შოშიშვილი და ეკა ბესელია, ორივე სხედან ერთ ნავში, ორივენი არიან სუს-ის აგენტები, ფოთის ჭორიკანა მერიც ჩაითრიეს სულელურ კამპანიაში, სახელსაც ვერ ვარქმევ რისი გაკეთებაც უნდათ… ამდენი ხნის მანძილზე, რაც მე წინასაარჩევნო კამპანია მაქვს არ გახსენებიათ, ვიდრე ირაკლი კაკულიამ არ დაიწყო ამ თემაზე საუბარი“-აცხადებს ბასილაია.

ბასილაია და შიოლაშვილი, ამ თემაზე, რამდენიმე ხნის წინ, ტელეკომპანია კავკასიის ეთერში დაუპირისპირდნენ. მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში მას შემდეგ მოხდა, რაც შოშიაშვილმა განაცხადა, რომ დაკავების მუქარით, აუქციონზე დაუსწრებლად უძრავი ქონება შეაძენინეს, რაშიც ბექა ბასილაია უშუალოდ მონაწილეობდა.

თავის მხრივ, ბასილაიამ განაცხადა, რომ იგი იმ პერიოდში უკანონო შემოსავლების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურში მუშაობდა და მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ვალერი შოშიაშვილისა და მისი მამის კომპანიების მიერ ადგილი ჰქონდა შემოსავლების დამალვას და ფულის “გათეთრებას”.

ამ დიალოგის შემდეგ ბასილაიამ მას “ქალუსია” უწოდა, რის შემდეგაც შოშიასვილმა მას ჭიქა ესროლა. ბასილაიამ კი გინებით გაიწია მისკენ და დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ამავე თემაზე:

ნაცმოძრაობის კანდიდატი ფოთის მერს სასამართლოში ჩივილით ემუქრება

ბიზნესმენი “ნაციონალური მოძრაობის” ფოთელ კანდიდატს ბიზნესის წართმევაში ამხელს

კომენტარები