უმუშევრობა, სიღარიბე, მოუწესრიგებელი გზები, წვიმის დროს დატბორილი ქუჩები, გაზრდილი ფასები პროდუქტებზე, გადაუხდელი კრედიტები და კომუნალური გადასახადები, ულუკმაპუროდ დარჩენილი მცირეწლოვანი ბავშვები, მხოლოდ მცირე პენსიის იმედზე დარჩენილი მოხუცები… – ფოთელები მთავარ პრობლემებს ასახელებენ.

ზოგიერთ მათგანს უკეთესი მომავლის იმედი ჯერ კიდევ აქვს, ზოგს კი მომავალს პესიმიზმისტურად უყურებს.

მოსახლეობის უმრავლესობა, როგორც ყოველთვის, კამერის წინ საუბარს თავს არიდებს და პრობლემებზე საჯაროდ არ საუბრობს. ისინი მხოლოდ პირად საუბრებში აღწერენ საკუთარ პრობლემებს და, ძირითადი პრეტენზიები მთავრობის მისამართით გააჩნიათ. მათი აზრით, ამ ხელისუფლებამ დანაპირები ვერ შეასრულა.

კომენტარები