ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატ ბექა ბასილაიას ბრალდებას მისი კუდ-ისა და სუს-ის აგენტობის შესახებ, აბსურდულს უწოდებს.

„არასდროს მქონია ძალოვან სტრუქტურებთან ურთიერთობა. მე ვარ ბიზნესმენი, რომელსაც არგუმენტაცია გამაჩნია. ვისი თანამშრომელიც არ უნდა ვიყო, ყოველშემთხვევაში, დამნაშავე არ ვარ და ბექა ბასილაია დამნაშავეა“- განაცხადა TSpress -თან საუბარში შოშიაშვილმა.

მისი თქმით, არჩევნების შემდგომ ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ბასილაია ციხეში მოხვდეს.

„მე მას ვპირდები, 2016 წლის 8 ოქტომბერს, ის პარლამენტის ნაცვლად ციხეში მოხვდება. დამნაშავე რეჟიმის უსასტიკეს წევრებთან, თავის დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებთან ერთად “- განაცხადა შოშიაშვილმა.

დღეს, ფოთში, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ბიზნესმენმა, ვალერი შოშიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მაჟორიტარი კანდიდატის, ბექა ბასილაიას წინააღმდეგ დოკუმენტები წარადგინა. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის 2016 წლის 24 მაისის დადაგენილება, რომლის მიხედვითაც პროკურატურამ ის დაზარალებულად ცნო.

თავად ბექა ბასილაია ბრალდებას უარყოფს და ყოფილ ბიზნესმენს სუს-ის აგენტობაში ადანაშაულებს.

ამავე თემაზე:

ბექა ბასილაია – შოშიაშვილი უწინ კუდ-ის იყო, ახლა კი სუს-ის აგენტია [Video]

ბიზნესმენმა ბექა ბასილაიას წინააღმდეგ დოკუმენტები წარადგინა [Video]

კომენტარები