ფოთის საოლქო-საარჩევნო კომისიამ, არჩევნების დღის იმიტაცია ყველა საარჩევნო უბანზე მოაწყო.

კომისიის წევრებმა საკუთარი მოვალეობები, უბნის გახსნის, ხმის მიცემისა და სხვა პროცედურები არჩევნების დღის იმიტაციით გაითამაშეს.

იმიტაციას ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. თამაშის დროს ისინი კომისიის წევრებს ტრენინგზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას აკვირდებოდნენ.

ფოთის საოლქოში განმარტავენ, რომ არჩევნების წინ მსგავსი იმიტაცია, ვარჯიში ფოთისა და გურიის ყველა 43 უბანში ჩატარდა.

კომენტარები