5 ოქტომბერს, ფოთის N61 მაჟორიტარულ ოლქში „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის თქვენთან, თქვენთვის, თქვენთან ერთად“ მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენა იგეგმება.

“პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობა“ 19 აგვისტოს ოფიციალურად დარეგისტრირდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

მოძრაობის ლიდერმა ლაშა სტურუამ, ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატად ზაზა მჟავია დაასახელა და მისი პრეზენტაცია არჩევნებამდე 3 დღით ადრე, 5 ოქტომბერს შედგება.

TSpress-ი დაუკავშირდა მაჟორიტარობის კანდიდატს, როგორც მან აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრას მისი პრეზენტაციის შემდეგ გეგმავს. სოციალურ ქსელსა და საძიებო სისტემა “გუგლში” კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ მოიპოვება. მისი საარჩევნო ნომერია – #2.

ფოთში სულ 13 კანდიდატია რეგისტრირებული.

კომენტარები