2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოს მასშტაბით გამოყოფილია 3634 საარჩევნო უბანი, საიდანაც 1115 უბანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებულია.

2016 წლის მონაცემებით, ფოთის N61 მაჟორიტარულ ოლქში დარეგისტრირებულია 43 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველი, საიდანაც 42 ეტლით მოსარგებლე და 1 უსინათლოა.

ეტლით მოსარგებლეებისთვის 6 უბანი (N3, N2, N8, N9, N14, N22 ) პანდუსებითაა მოწყობილი, რათა ასეთმა შშმ ამომრჩევლებმა გადაადგილება შეუფერხებლად შეძლონ. სპეციალურად არჩევნების დღისთვის ცესკო პანდუსებს კიდევ რამდენიმე უბანში დაამატებს.

ფოთის საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, გადასატანი საარჩევნო ყუთი შეზღუდული რაოდენობით ყველა უბნისთვისაა განკუთვნილი. იმ შემთხვევაში, თუკი ერთ უბანზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან ხანდაზმული ამომრჩევლის 3%-ია, ამ შემთხვევაში, ცესკო გადასატანი საარჩევნო ყუთების რაოდენობას გაზრდის.

მათ, ვისაც სურს გადასატანი ყუთით სარგებლობა, 5 ოქტომბრამდე უნდა მიმართონ იმ საარჩევნო უბანს, სადაც არიან რეგისტრირებული. გადასატანი საარჩევნო ყუთით მოსარგებლეების ზუსტი რაოდენობა ამ დროისათვის დადგენილი არ არის.

sknews.ge-ის ფოტო

კომენტარები