დღეს, ფოთში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი და ენერგეტიკის მინისტრი, ილია ელოშვილი ინვესტორებთან ერთად ცემენტის ქარხანას გახსნიან.

ინვესტიცია ,,საქართველოს ცემენტის კომპანიამ”(GCC) მსოფლიო ბაზრის ლიდერ ფრანგულ-შვეიცარულ კომპანია ,,ლაფარჟჰოლციმთან” თანამშრომლობით განახორციელა. კომპანიის ინფორმაციით, ქარხანა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. მათივე ინფორმაციით, ქარხანაში 100 მეტი ადამიანი დასაქმდება.

კომპანიის ცნობით, პირველ ეტაპზე დაგეგმილია წელიწადში 250 ათასი ტონა ცემენტის წარმოება.

,,კვლევამ აჩვენა, რომ დასავლეთ საქართველოს ცემენტის ბაზარი ძირითადად თურქეთიდან იმპორტირებულ ცემენტს ეკავა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბაზარზე არსებობდა ნიშა მსხვილი ბიზნესმოთამაშისთვის. ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვესწრო პოტენციური კონკურენტებისთვის. რომ არა ქვეყანაში არსებული სტაბილური გარემო, ჩვენ ამ პროექტის განხორციელებას ვერ შევძლებდით”, – აღნიშნულია საქართველოს ცემენტის კომპანიის დამფუძნებელის მერაბ ჩიხრაძეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავრობის წევრებთან ერთად ქარხნის გახსნას, ,,ლაფარჟჰოლციმის” წარმომადგენელი ქსავიერ ბლონდე, ბიზნესწრეების წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები დაესწრებიან.

კომენტარები