“ქართული ოცნების” მიერ აუდიტის სამსახურში წარდგენილი 31 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა და მმართველი პარტიის სიით მე-13 ნომერმა, ეკა ბესელიამ პარტიას 35 ათასი ლარი შეწირა.

ბესელიას წლიური შემოსავალი გასულ წელს პარლამენტის დეპუტატობიდან 66 465 ლარს, ხოლო პედაგოგიური საქმიანობიდან 18 000 ლარს შეადგენს.

„ქართულმა ოცნებამ“აღნიშნული პერიოდის ჩათვლით, ფინანსური შემოწირულობის სახით ჯამში, 4 960 050 ლარი მიიღო.

კომენტარები