ფოთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ლაშა შამათავამ ფოთის ფოლკლორის სახლში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

ლაშა შამათავას განცხადებით, მან არჩევნებში მონაწილეობა ნოოლოგიის ცენტრის იდეების ინიცირების მიზნით გადაწყვიტა. (ნოოლოგია დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის განვითარებაა).

„ჩემი მიზანია, არჩევნების პერიოდში, კამპანიისას საზოგადოებამდე მივიტანო ინფორმაცია ნოოლოგიის შესახებ, რომელიც ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი უახლესი პროდუქტია, რომლის გამოყენებითაც დადგინდა ქართველი ერის ზოგადსაკაცობრიო ისტორიული როლი-სხვა ერებისა და სახელმწიფოებს შორის თანხმობის პროცესების ინიცირება.

დოქტრინის ინიცირებით, დაიწყება მსოფლიო პოლიტიკის უდიდეს მოთამაშეებს (აშშ. ევროპა, რუსეთი, ჩინეთი) შორის თანხმობის პროცესების ინიცირება, რაც ჩვენი ეკონომიკის განვითარებას უზრუნველყოფს“- განმარტა შეხვედრაზე შამათავამ.

მისი თქმით, თუკი არჩევნებზე მოსული ამომრჩევლთა 6-10% დაუჭერს მხარს, ნოოლოგიის კვლევის შედეგები განიხილება ფრაქციის ან კომიტეტის სხდომაზე. ის ამ თემაზე, ფოთში რამდნიმე ხნის წინ ჩამოსულ პარლამენტის თავმჯდომარესაც ესაუბრა. უსუფაშვილი მას საკითხის შესწავლას დაპირდა.

კომენტარები