„ზუგდიდობა“, „ფაზისობა“ და სხვა სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარებული ღონისძიებები ზუგდიდსა და ფოთში, ბიუჯეტს 105 ათას ლარამდე, სხვადასხვა კონცერტები და გასართობი ღონისძიებები კი ქვეყანას ნახევარ მილიონამდე ლარი დაუჯდა.

„ფაზისობა“, „ნიკო ნიკოლაძის დღეები ფოთში“, „მასწავლებლის დღე“ და „ცოდნის დღესასწაული“ – ამ ღონისძიებებისთვის ფოთის მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 42 250 ლარი გახარჯა.

ზუგდიდობა 2016 კი ზუგდიდელებს 62 480 ლარი დაუჯდათ. აღნიშნული თანხიდან, საპატიო ზუგდიდელისთვის 2100 ლარი 6 მედალი დაჯდა, საზეიმო კონცერტისთვის – 33 000 ლარი დაიხარჯა, ფოიერვერკისთვის – 5 000 ლარი, ქანდაკებების, ორნამენტების, სურათის ჩარჩოებისთვის – 3505 ლარი, ხოლო ბანერების, ფლაერების და აფიშის ბეჭდვის მომსახურება 9974 ლარი, სარესტორნე მომსახურებისთვის 180 პერსონაზე კი 8 901 ლარი დაიხარჯა. სუფრაზე წარმოდგენილი იყო 39 დასახელების პროდუქტი.

ოპოზიცია მმართველ გუნდს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს, „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ყველაფერი დიდი ხნით ადრე ბიუჯეტში იყო დაგეგმილი. თუმცა გასულ წლებში, მსგავსი ღონისძიებები ან საერთოდ არ გამართულა, ან გაცილებით გვიან. მაგ. ფაზისობა 2015 წელს 15 ნოემბერს ჩატარდა, 2014 წელს კი 8 ნოემბერს. ზუგდიდობა კი წელს პირველად გაიმართა და როგორც ადგილობრივმა მთავრობამ განაცხადა, ის ამიერიდან ტრადიციულ სახეს მიიღებს.

სექტემბრის თვეში, მთავრობამ ბათუმობა, ზუგდიდობა, ხაშურ-ქალაქობა, რუსთავ-ქალაქობა, წყნეთობა, ზესტაფონობა, შატილობა, რუსთავქალაქობა და სხვა დღესასწაულებიც სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში აღნიშნა.

წყნეთობის ღონისძიება 30 სექტემბერს ჩატარდა და 7 500 ლარი დაჯდა. 15 სექტემბერს გამართულ ხაშურქალაქობაში 28 813 ლარია გადახდილი.

სოფელ მარტყოფში 29 აგვისტოს გამართულ ღვთაებობის მოწყობაში, 11 600 ლარი გამოიყო. ახალგაზრდული ფესტივალი 2016 გარდაბანში 17 სექტემბერს 15 200 ლარით უზრუნველყო ადგილობრივმა მთავრობამ. ახალგაზრდების ტრანსპორტირება უფასო იყო.

ზესტაფონობა და ვარინკა წერეთლის სახელობის იმერული სიმღერების ფესტივალი სულიკო 2016, 24-25 სექტემბერს გაიმართა და 4 450 ლარი დაჯდა. 10 სექტემბერს გამართული შატილობა 2016კი 24 000 ლარი.

3-4 სექტემბერს გამართული „ბათუმობა“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 48 000 ლარით დაფინანსდა. 55 000 ლარი ქალაქ ბათუმის ყვავილებით მორთვასა და სხვადასხვანაირ განათებების მონტაჟზე გამოიყო.

ზეიმი მთაში კურორტ ბეშუმში 36 460 ლარი დაჯდა, ის გვისტოს თვეში დაიწყო და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდა.

რუსთავქალაქობისთვის 15-16-17 სექტემბერს ბიუჯეტიდან 164 000 ლარი გამოყო. ჯამში, ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები ყველგან ერთი და იმავე შინაარსის იყო: ქალაქის მორთვა, კონცერტები, საბავშვო გასართობი სანახაობები, სპექტაკლები, ფოიერვერკები და რესტორანი, რაშიც სახელმწიფომ, ქვეყნის მასშტაბით, კონცერტების გასამართად ამ წინასაარცევნოდ 490 ათას ლარზე მეტი დახარჯა.

აუდიტის სამსახური უკვე სწავლობს ფაქტებს, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მმართველ პარტიას კანონით დადგენილი ჯარიმის გადახდა მოუწევს. მსგავსი აქცია-კონცერტების წინასაარჩევნოდ ჩატარების ტენდენცია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც იყო, თუმცა აუდიტის სამსახურს იმჟამინდელი მმართველი პარტია არ დაუჯარიმებია.

კომენტარები