“ქართული ოცნების” კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას მხარდასაჭერი კონცერტი “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციის გამო გაუქმდა. მმართველ პარტიას შესაძლო ექსცესების ეშინია და მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს.

“არსებობს გარკვეული ტიპის საშიშროება, რომ დაგეგმილი საღამო მშვიდობიანად არ ჩაივლის, ამიტომ კონცერტს მსხვერპლი ან აჟიოტაჟი არ მოყვება, არ არსებობს” – აცხადებს TSpress-თან პირადი საუბრისას ფოთის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” მაია ჩხარტიშვილი.

კონცერტის რეპეტიციები უკვე კვირაზე მეტია, სხვადასხვა ადგილებში მიმდინარეობდა. კონცერტში მონაწილეობა უნდა მიეღოთ, როგორც ჩამოსულ, ასევე ადგილობრივ მომღერლებსა და შემოქმედებით ჯგუფებს.

კონცერტი 5 ოქტომბერს იყო დაგეგმილი.

კომენტარები