დღეს, ფოთში, ცენტრალურ პარკში, „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის – თქვენთან, თქვენთვის, თქვენთან ერთად“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაზა მჟავიას წარდგენა გაიმართა.

“ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ პარლამენტში 22 კანონპროექტით შევალთ. შევქმნით სიმართლის დადგენის კომისიას”- განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

ის ამომრჩევლებს პრობლემების გადაჭრაში დაეხმარებას პირდება.

მჟავია პროფესიით იურისტია, ამჟამად ეწევა საადვოკატო საქმიანობას. ის წარმოშობით ლანჩხუთის რაიონიდანაა.

მის წარდგენას ორი ფოთელი კანდიდატი: ლაშა შამათავა (დამოუკიდებელი კანიდატი) და ლაშა ქოიავაც („დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის“) ესწრებოდნენ.

ამავე თემაზე:

ფოთელი კანდიდატები, მათი დაპირებები და კანონით დადგენილი უფლება-მოვალეობები

კომენტარები