“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს ფოთის მოსახლეობის ნაწილი არერთგვაროვნად აფასებს. ნაწილმა TSpress-ის კამერასთან საუბარს თავი აარიდა, უმრავლესობა მომხდარს “პროვოკაციას და ნაციონალების დადგმულ სპექტაკლს” უწოდებს, ნაწილი კი, “ნაციონალების” ვერსიას იზიარებს და ხელისუფლებას ადანაშაულებს.

“დადგმული სპექტაკლი”, “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნოდ ტერაქტების მოწყობა არ აწყობდა.” “თარგამაძე თავის თავს ხომ არ აიფეთქებდა, ეს იყო ტერაქტი.” “დასადგენია, საერთოდ იჯდა თუ არა მანქანაში თარგამაძე” – ასე აფასებენ ფოთელები TSpress – თან საუბარში მომხდარს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის გივი თარგამაძეს მანქანა 4 ოქტომბერს ააფეთქეს. თარგამაძის მტკიცებით, მისი მანქანის აფეთქება დისტანციური მართვის პულტით განხორციელდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები