„ფესტივალს დაახლოებით 1500-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა. პარტიის მაისურებში გამოწყობილი ახალგაზრდები არიგებდნენ ფერად ბუშტებს, ფერად ფხვნილს, ფერად შუშხუნებს, ქაღალდის ფერად მაშხალებს და ფეიერვერკებს (დაახლოებით 50-50 ცალს)“- განმარტებულია ანგარიშში.

ფაქტს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვად აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. ორგანიზაციის იურისტის, ლელა ტალიურის განმარტებით, აღნიშნულზე მათ განცახდებით მიმართეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

“დაიწყო თუ არა მოკვლევა, ამ ეტაპზე რა ნაბიჯები გადადგა აუდიტის სამსახურმა ჩვენთვის უცნობია. მათ აღნიშნულისთვის კანონით გათვალისწინებული 1-თვიანი ვადა აქვთ.”- განმარტავს ტალიური TSpress- თან საუბარში.

კანდიდატი ოთარ ხარჩილავა ამომრჩევლის მოსყიდვას უარყოფს.

“ხელისუფლება საიას-თან ერთად ცდილობს ჩემთვის ბინძური ტალახის სროლას. სად იყო საია მაშინ, როცა 3500 კაცი იდგა ჩემს წარდგენაზე და დიდი მანქანებით ცდილობდა საპატრულო პოლიცია ხალხის შევიწროებას. რატომ არ გააკეთეს რეაგირება?! ახლა თუ ბავშვები შეიკრიბა და მთელი ფოთის ახალგაზრდობა უჭერს მხარს ოთარ ხარჩილავას, ადამაინებმა თუ ერთამენთი შეღებეს რა პრობლემაა? მე რა, ფული დავურიგე მათ?”- განაცხადა ხარჩილავამ მედიასთან საუბარში.

ფესტივალი, ფოთში ცენტრალურ პარკში, 18 სექტემბერს „ეროვნული ფორუმის“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ ხარჩილავას საარჩევნო შტაბის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა.

ხარჩილავა TSpress-თან ბოიკოტის რეჟიმშია.

კომენტარები