ფოთელები არჩევნების შემდეგ, ახალი მაჟორიტარისგან ქალაქის სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. გამოკითხულთა უმრავლესობა უმუშევრობის შემცირებას და დასაქმებას ელოდება.

TSpress -მა ფოთის ქუჩებში 20-ზე მეტ ადამიანს ჰკითხა აზრი. ყველა გამოკითხული ამბობს, რომ არჩევნებზე წასვლას გეგმავს.

მათი აზრით, “მაჟორიტარმა ქალაქს უნდა მიხედოს”, ძალიან ცოტას მაჟორიტარის ფუნქციად პარლამენტში კანონების მიღება მიაჩნიათ.

კომენტარები