აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა.

„წინასაარჩევნო აგიტაცია დაუშვებელია საარჩევნო ყუთებთან, უბნის გარეთ ვინ რას განაცხადებს, ჩვენ არ გვეხება, ეს კანონდარღვევა არ არის“- აცხადებს TSpress-თან საუბრისას ცესკოს საზოგაოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ქეთევან ჯანელიძე.

წინასაარჩევნო აგიტაცია არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.

წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები, რომლის წესები განსაზღვრულია საარჩევნო კოდექსით.

კომენტარები