კანონის თანახმად, ამომრჩეველს ხმის მიცემა 08 – 20 სთ- მდე შეეძლება.

საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას კაბინაში სხვა პირის დასწრება აკრძალულია. ხოლო ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს, ფარული კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა: საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა.

კენჭისყრა 20 სთ-ზე სრულდება და იხურება საარჩევნო უბნები. ამის შემდგომ მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლება არა აქვთ. მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რის შესახებაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს და მისი დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს, მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის მდივანი კი, ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს მათ რაოდენობას.

რაც შეეხება გადასატან ყუთს, პროცედურა არჩევნების დღეს 9 სთ -ზე იწყება და 19 სთ-ზე სრულდება, რის შემდგომაც კომისიის წევრებს ამომრჩევლისთვის მისი სახლში მიტანის უფლება არა აქვთ. გადასატანი ყუთი საარჩევნო უბანში არა უგვიანეს 20 სთ-ისა უნდა დაბრუნდეს.

კომენტარები