შუალედური არჩევნები ზუგდიდის ყოფილი გამგებელის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით ტარდება, იგივე მიზეზით გაიმართება საკრებულოს შუალედური არჩევნები ზუგდიდის ე.წ. პრესოვკა-მახარაძის უბანშიც.

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნოს ინფორმაციით, პარლამენტის არჩევნებისთვის სულ რეგისტრირებულია 18 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გამგებლობის 4 და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის 6 კანდიდატი.

საერთო ჯამში, ზუგდიდში 92 საარჩევნო უბანი გაიხსნა, აქედან 43 ქალაქში და 49 თემში.

მერებისა და გამგებლების არჩევა 50%-იანი ბარიერის პირობებში ხდება, ხოლო საკრებულოს მაჟორიტარად არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვაზე მეტ ხმას მიიღებს.

კომენტარები