„ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების“ ფოთის შტაბის ხელმძღვანელი ანზორ ქუთათელაძეს მიაჩნია, რომ მაჟორიტარობის კანდიდატს-თენგიზ ჩაკვეტაძეს რეალური შანსები აქვს გამარჯვებისათვის. საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, შტაბის უფროსი ხალხს მოუწოდებს, რომ მივიდნენ არჩევნებზე და მხარი დაუჭირონ თენგიზ ჩაკვეტაძეს. „ჩვენი კვლევებით პირველ ტურში ვიგებთ ამ არჩევნებს და მინდა მოვუწოდო ყველა იმ სუბიექტს, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, თითი არ გაექცეთ გაყალბებისკენ, […]

„ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების“ ფოთის შტაბის ხელმძღვანელი ანზორ ქუთათელაძეს მიაჩნია, რომ მაჟორიტარობის კანდიდატს-თენგიზ ჩაკვეტაძეს რეალური შანსები აქვს გამარჯვებისათვის. საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, შტაბის უფროსი ხალხს მოუწოდებს, რომ მივიდნენ არჩევნებზე და მხარი დაუჭირონ თენგიზ ჩაკვეტაძეს.

„ჩვენი კვლევებით პირველ ტურში ვიგებთ ამ არჩევნებს და მინდა მოვუწოდო ყველა იმ სუბიექტს, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, თითი არ გაექცეთ გაყალბებისკენ, ჩვენ ყველა ხმას დავიცავთ“- არჩევნებამდე ერთი დრით ადრე „ეროვნული ფორუმის“ ფოთის შტაბის ხელმძღვანელი-გიგა გიგაშვილი ამომრჩევლებს მოუწოდებს შემოხაზონ N 26- მათი უკეთესი მომავლისათვის. საარჩევნო შტაბი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ღირსეული კონკურენცია გაუწიონ კონკურენტებს, თუმცა TSpress- თან საუბრისას არ ასახელებენ კონკრეტულად ვის მიიჩნევენ კონკურენტად.

„ჩვენი შეხვედრები იყო პოზიტივით სავსე, მოსახლეობას ჩვენი სჯერა, ხალხს ყელში ამოუვიდა ბიძინა ივანიშვილი“- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ბასილაია თავის გამარჯვებაში დარწმუნებულია და მოსახლეობას მოუწოდებს 8 ოქტომბეერს მივიდნენ არჩევნებზე და გააკეთონ სწორი არჩევანი „ვერაფერს ვერ გავიყალბებენროგორც არ უნდა ეცადოს ბიზინა ივანიშვილი დაბესელიას კლანი, ჩვენ დავიცავთ ამომრჩევლის ხმას.“ -აცხადებს ბექა ბასილაია

„ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო რაიმე ექსესების გარეშე ჩატარებულიყო“ – „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი სამსონ კუტალიამ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. მისი თქმით პროცესი ყოველგვარი გართულებების გარეშე მიდიოდა და ამაში დიდი წვლილი მმართველ გუნდს მიუძღვის. შტაბის უფროსი „ქართული ოცნების მთავარ კონკურენტად ფოთში „ეროვნული ფორუმის“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატ-ოთარ ხარჩილავას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატ ბექა ბასილაიას მიიჩნევს. სამსონ კუტალია ამომრჩევლებს მოუწოდებს არჩევნებზე მისვლას და თავიანთი ღირსეული კანდიდატის არჩევას.

კომენტარები