ფოთში, #12 უბანზე „ეროვნული ფორუმის“ დამკვირვებლის, ვერიკო წულაიას განცხადებით, საარჩევნო ყუთთან მისულ ამომრჩეველს ქურთუკის ჯიბიდან საარჩევნო ბიულეტენი ამოუღო. ფაქტს ადასტურებენ კომისიის წევრები და სხვა დამკვირვებლები.

„შევნიშნე, რომ კონვერტში ერთ ბიულეტენს დებდა, დავინტერესდი და ვთხოვე გარკვევა, სად წაიღო მეორე ბიულეტენი. დაიბნა და „გულის ჯიბიდან“ ამოიღო.“- განმარტა წულაიამ.

საუბნო კომისიის განმარტებით, ამომრჩეველს ბიულეტენი დაუბრუნეს, მან გადახაზა ყველა კანდიდატი და ამის შემდეგ კონვერტში მოათავსებული ყუთში ჩააგდო

„ეროვნული ფორუმი“ აღნიშნულ ფაქტს არჩევნების გაყალბების მცდელბას და ე.წ. „კარუსელების“ დატრიალებას უკავშირებს.

კომენტარები