„მე-12-ე უბანზე, მეოთხე საჯარო სკოლაში, ჩვენმა დამკვირვებელმა ბიულეტენის გამოტანის ფაქტზე შეაკავა პიროვნება და წაართვა ბიულეტენები, რომელიც გაქონდა უბნიდან და ადგილზე აღმოიფხვრა, ასევე, მე-11-ე უბანზე გიორგი ასათიანმა ბიულეტენის გამოტანის ფაქტზე მერის თანაშემწე ნინო პაჭკორია დააკავა და ადგილზე აღმოიფხვრა, 21-ე უბანზე, ბიულეტინის შეტანის ფაქტზე, დააკავეს პიროვნება, ჩვენმა დამკვირვებელმა, რომელსაც პერანგში ქონდა ბიულეტინები ჩამაგრებული, წაართვა და გაიქცა უბნიდან, 24-ე უბანზე, ინტერკლუბის შენობაში, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ლამის ყუთების ირგვლივ იყვნენ მიმოფანტულები და ამომრჩევლებს არ აძლევდნენ არჩევანის გაკეთების საშუალებას.“-განაცხადა ხარჩილავამ.

ხარჩილავა ასევე მიმართავს საერთაშორისო დამკვირვებლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა აღნიშნულ დარღვევებზე მოახდინონ დროული რეაგირება.

კომენტარები