ფოთის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას განმარტებით, საოლქოს საუბნო კომისიის დატოვების მოთხოვნით 20 – მა წევრმა მიმართა. თითოეული მათგანის განცხადება საოლქომ სხდომაზე დააკმაყოფილა.

სხდომაზე, სოლქო კომისიამ ასევე განიხილა კომისიის წევრობის ვაკანტურ ადგილებზე შესული განცხადებები და საუბნო კომისიების ოცივე წევრი, ახალი წევრებით ჩანაცვლა.

“კანონის მოთხოვნით, კომისიის ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებული გვქონდა 1 დღიანი კონკურსი. საოლქომ კომისიის ახალი წევრები კონკურსში მონაწილე პირებიდნ აარჩია.”- აღნიშნა როდონაიამ.

წევრების ცვლილება, სულ 11 საუბნო კომისაში განხორციელდა და ის ჯამში 20 წევრს შეეხეო. საუბნო კომისიის შემადგენლობა შეიცვალა 1, მე-3, მე-11, მე-12, მე-14, მე-19, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე, 31-ე, და 33-ე უბნებზე.

კომენტარები