“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას მხარდასაჭერად დღეს ფოთს ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრები და საქართველოს პარლამენტის ახალი მოწვევის დეპუტატები: ეკა ბესელია, გიორგი ვოლსკი, გედევან ფოფხაძე, ასევე “ქართული ოცნების” ახალი სახეები პარლამენტში: აკაკი ზოიძე და კახა კუჭავა ეწვივნენ.

მმართველი გუნდის სამოქმედო გეგმა, ქვეყნის განვითარების გზები, ფოთის ახალი პერესპექტივები და უშუალოდ ქალაქზე გათვლილი ახალი სამთავრობო პროექტები – ამ თემებზე საუბრობდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ფოთში გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის დრამატულ თეატრში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ინიციატივით გაიმართა და ის არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის, არამედ სახელისუფლებო გუნდის ოთხწლიანი მუშაობის მოკლე ანგარიშის სახეს ატარებდა.

შეხვედრა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა (R)

კომენტარები