“მოგესალმებით ყველას მადლობა მობრძანებისთვის მიხარია, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქს ამდენი გულშემატკივარი და კეთილისმსურველი ყავს ადგილზეც, დედაქალაქშიც, მთელს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენ ერთი მიზანი გვამოძრავებს.

ჩვენი მიზანი სწრაფი განვითარებაა საერთო კეთილდღეობისთვის. მთავარი, რაც მინდა გითხრათ – ბედნიერი ვარ იმით, რომ ყოველ შეხვედრაზე ფოთშიც, ლანჩხუთშიც და ოზურგეთშიც, ვგრძნობდი თქვენგან მთავარს – გულშემატკივრობას საკუთარი ქალაქის, სოფლის, მიწის, კუთხის, ზოგადად ქვეყნის და მისი მომავლის მიმართ.

გუნდი, რომელსაც მე წარმოვადგენ იქნება გარანტორი იმისა, რომ ფოთელების, ლანჩხუთელებისა და ოზურგეთელების ოჯახებში თანაბრად შევა ის სიკეთე, რომელსაც ერთად შევქმნით.

რამდენიმე თვის წინ ჩემთვის ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო და მადლობელი ვარ იმ გუნდის, რომელმაც ასეთი შანსი მომცა ცხოვრებაში – ვიყო უფრო მეტი ადამიანისთვის სასარგებლო, ვიდრე ვარ.

ჩვენ ერთხელ უკვე გავიმარჯვეთ სამაგალითო ერთობით. 8 ოქტომბრის გამარჯვებას კიდევ ერთხელ დავადასტურებთ და განვამტკიცებთ 30 ოქტომბერს, როცა მეორე ტურის შედეგებით ყველასთვის ცხადი გახდება საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების არჩევანი და ნება.

როგორც დიდი ნიკო ნიკოლაძე ამბობდა, – თუ გვექნება „ერთობა, თვითმოქმედება, თვითმმართველობა“, გვექნება თავისუფლებაც, სწრაფი განვითარებაც და კეთილდღეობაც!

მადლობა ყველას, ვისი არჩევანიც იყო “ქართული ოცნება” და მისი კანდიდატი. მადლობა მათაც, ვინც ხმა არ მისცა 8 ოქტომბერს სახელისუფლებო გუნდს, მაგრამ მივიდა თავის საარჩევნო უბანზე და დააფიქსირა თავისი აზრი. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და გვაქვს მოქალაქეობრივი ვალდებულებები.

ჩვენ არ გვაქვს გულგრილობის უფლება ჩვენი შვილების მომავლის მიმართ. ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ, რომ 30 ოქტომბერსაც იყოთ იქ, სადაც ყველაზე მეტადაა საჭირო თქვენი აზრი.

ჩვენ გვინდა ცხოვრება სივრცეში, სადაც ყველა თანაბარია უფლებებით, სადაც კანონი უზენაესია, სადაც არ არსებობს „ჩვენი დრო“ და „თქვენი დრო“.

ყველას არჩევანის გამარჯვებას გისურვებთ!”

დღეს “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას მხარდასაჭერად დღეს ფოთს ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრები და საქართველოს პარლამენტის ახალი მოწვევის დეპუტატები: ეკა ბესელია, გიორგი ვოლსკი, გედევან ფოფხაძე, ასევე “ქართული ოცნების” ახალი სახეები პარლამენტში: აკაკი ზოიძე და კახა კუჭავა ეწვივნენ. შეხვედრა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა, რომელსაც კანდიდატის მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

(R)

კომენტარები