“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” ფოთის საოლქო-საარჩევნო კომისიას საჩივარით მიმართა. ორგანიზაციის მტკიცებით, გურიაში, მე-40 საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა.

ფოთის საოლქო კომისიის წევრის, გიორგი ჯოლიას განმარტებით, საჩივარში მითითებული დარღვევა ადგილზევე აღმოიფხვრა.

მისი განმარტებით, საუბნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს განემარტათ, რომ კანონის მიხედვით, პროცედურების გათვალისწინებით, უბანზე ერთი პარტიიდან ორი წარმომადგენლის ყოფნა აკრძალულია.

ჯოლიას თქმით, უბანი ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დატოვა და კენჭისყრის მიმდინარეობისას ისინი ერთმანეთს სურვილისამებრ ჩაანაცვლებენ.

კომენტარები