ფოთის საოლქო- საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 21, 429 ამომრჩეველმა მიიღო. რაც საერთო ამომრჩევლის რაოდენობის 41,04% -ს შეადგენს.

დღის განმავლობაში, კენჭისყრის მიმდინარეობისას ამომრჩევლის აქტივობა 17:00 საათისთვის 34,93 % (18236 ამომრჩეველი) იყო. 12 სთ -ზე – 16, 05 %-ს (8379 ამომრჩეველი).

8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, ამომრჩევლის აქტივობა 53,21%-ს (27813 ამომრჩველი) შეადგენდა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფოთის საოლქოში – 52 212 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ფოთის საარჩევნო ოლქის შემადგენლობაში შედის გურიის – ოზურგეთის და ლანჩხუთის რაიონის მოსახლეობის ნაწილი. ოლქში სულ 43 საარჩევნო უბანი იყო. აქედან ფოთში – 32 , გურიაში კი- 11 უბანი.

კომენტარები