“ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის მეორე ნომერმა სანდრა რულოვსმა, საქართველოს პარლამენტის წევრობაზე უარი განაცხადა.

რულოვსის მიერ განაცხადის მიტანა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ “საზოგადოებრივ მაუწყებელს”დაუდასტურა.

სანდრა რულოვსი საპარლამეტნო არჩევნებში კენჭს ზუგდიდის მაჟორიტარად იყრიდა. ის მხოლოდ რამდენიმე პროცენტით ჩამორჩა “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს, ედიშერ თოლორაიას, მეორე ტურში მონაწილეობაზე კი უარი განაცხადა და არსებული ინფორმაციით, მის მშობლიურ ჰოლანდიაში გაემგზავრა.

კომენტარები