ფოთის კოშკში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ნიკო ნიკოლაძის მიერ აშენებული კოშკის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისას ზედა სართულის ღია შეფერილობამ ფოთელთა გარკვეულ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამჟამად ქალაქში არსებული კოშკი „კოლხური კულტურის მუზეუმის“ დაქვემდებარებაშია. მუზეუმში აცხადებენ, რომ ამ ისტორიული ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და შესაბამისი ბრძანებულების საფუძველზე, კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, თუმცა დებულება მუზეუმში არ აქვთ და როგორც მუზეუმში აცხადებენ, დოკუმენტის მოძიება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროშია შესაძლებელი.

ნიკო ნიკოლაძის კოშკის რეაბილიტაციის პროექტი “ქართუ ჯგუფმა” დააფინანსა.

TSpress-თან საუბრისას მუზემის დირექტორი-ელენე გაბლიანი განმარტავს, რომ კოშკის ზედა ნაწილის შეფერილობა ნესტამრიდმა გრუნტმა განაპირობა.

„ეს არ არის საბოლოო იერსახე, ეს არის სამუშაო პრეოცესის ნაწილი, რომელიც აუცილებლად იყო გასათვალისწინებელი და შესასრულებელი.“

გაბლიანის ინფორმაციით, კოშკის რეაბილიტაციისთვის გრუნტის მასალის გამოყენება აუცილებელი იყო, რადგან იგი იცავს ნაგებობას ნესტისაგან.

პროექტი „ქართუ ჯგუფის“ მიერ არის დაფინანსებული. კოშკის რეაბილიტაცია დაიწყო 2016 წლის ივლისის თვეში და დასრულდება 2018 წელს, ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 175 წლისთავის აღსანიშნავად.

ამ ისტორიულმა ძეგლმა გასულ საუკუნეში ძლიერი ტრანსფორმაცია განიცადა, როგორც „კოლხური კულტურის მუზეუმში ირწმუნებიან, სამუშაოთა ბოლო ეტაპზე, ნიკოლაძისეული კოშკი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.

კომენტარები