ფოთში არსებულ ბაღებში ინფრასტრუქტურის პრობლემა დგას.

ფოთში სულ 15 საბავშვო ბაღია. 2016 წლის მონაცემებით 15 საბავშვო ბაღში 2100 ბავშვია რეგისტრირებული, აქედან საშუალოდ 1500 ბავშვი დადის სისტემატიურად.

ქალაქში არსებული ბაღებიდან მხოლოდ 5 მათგანია გარემონტებული, იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით.

ამ მონაცემებით ფოთის ბაღების უმეტესობის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა არ შეესაბამება სტანდარტებს, თუ როგორი უნდა იყოს ბაღი, სადაც წინასასკოლო ასაკის ბავშვები ატარებენ დროის დიდ ნაწილს.

მე-8-ე ბაღი, ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, ამჟამად უფუნქციოა.

ბაღის გამგე, აღმზრდელები და მე-8-ე ბაღში მოსიარულე ბავშვები, დროებით მე-17-ე ბაღის შენობაში არიან განთავსებულები. ბაღის გემგეს-ვერა ლაშხიას განცხადებით, მე-8-ე ბაღში არსებული მდგომარეობა გაუსაძლისი იყო და იმ შენობაში მცირეწლოვანი ბავშვების გაჩერება-დაუშვებელი.

სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის-მარგო ჯანიაშვილის განცხადებით, ერთი ბაღის გარემონტება საშუალოდ 600 000 ლარი ჯდება, თუმცა ელოდებიან პროექტის დამტკიცებას, რომლის მიხედვითაც წელიწადში საშუალოდ 3 ბაღი გარემონტდება.

„საშემოდგომო განხილვაზე, ჩვენ მივიღეთ დადებითი პასუხი, ალბათ გამოცხადდება ტენდერი, ურთიერთობა გვექნება იაპონიის საელჩოსთან და იმასაც გავაკეთებთ. მუნიციპალური განვითარების ფონდში ჩაისვა N8, N5, და N17 საბავშვო ბაღი.დაახლოებით გამოიყოფა თანხა 1 500 000, ჩვენ მათ გადავუგზავნეთ ნახაზები, შევადგინეთ პროექტები… იანვრიდან მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს ამ სამ საბავშვო ბაღს, ხოლო იაპონიის საელჩი N15 ბაღს“ აცხადებს ჯანიაშვილი. ასევე მისი განცხადებით, მიუხედავად ბაღში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემებისა, მკაცრად კონტროლდება ბავშვების კვება, სამხარაულის ექსპერტიზა აქტიურად არის ჩართული კვების კონტროლის საკითხში. როგორც ჯანიაშვილი ვარაუდობს, ფოთში ბაღების პრობლება სავარაუდოდ 4 წელში დასრულდება

კომენტარები