ფოთის პორტის სანაპიროზე ბულვარის მშენებლობა დაიწყო, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

2016 წლის ოქტომბრიდან პორტის ზღვის ტერიტორიის სანაპირი ზოლის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილ თოდუას განცხადებით, ტერიტორიის კეთილმოსაწყობად გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც შპს „ტოტალმა“ გაიმარჯვა.

სანაპირო ზოლის კეთილმოწყობისათვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. პროექტის მიხედვით, გაკეთდება საშხაპე, საპირფარეშო, ასევე იგეგმება მთლიანი სანაპირო ზოლის განათება.

ბულვარის მშენებლობა 184 000 ლარი დაჯდა და 2016 წლის 20 დეკემბერს უნდა დასრულდეს.

კომენტარები