თუჯის ფილები ერთმანეთთან ქანჩებით დაამაგრეს, ჩაისხა საძრკველი და ააგეს საოცარი ნაგებობა, რომლის წონა არის 126 ტონა, სიმაღლე 39,8 მეტრი, 152 კიბის უჯრედით.

წლების განმავლობაში აქ მოღვაწეობდა პიროვნება ალექსი ივანიძე, რომელიც 20 წლის ასაკში მოვიდა სამუშაოდ ფოთის სანავიგაციო სამსახურში და 30 წელი იმუშავა-რიგითი მშენებლიდან უფროსის პოზიციამდე, რომელიც დღეში რამდენჯერმე ადიოდა-ჩამოდიოდა ამ კიბეებზე, ანათებდა ნავთის მნათს, რომელიც მოიხმარდა ყოველ საღამოს 12 ლიტრ საწვავს. ძველი ფარანი ბრუნავდა საკუთარი ღერძის გარშემო, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავდა გირები, იმავე პრინციპით როგორც მექანიკური საათი. წლების შემდგომ მოძველებული კონსტრუქცია შეიცვალა თანამედროვე აპარატურით.

ფოთის შუქურა ერთ-ერთ იმ შენობათაგანია, რომელიც მე-19-ე საუკუნიდან ამშვენებს ქალაქს. ის არამარტო სტრატეგიული ობიექტია, არამედ წარმოადგენს ზღვისპირა ქალაქის საინტერესო არქიტექტორულ კომპოზიციას.

წელს მას არსებობიდან 152 წელი შეუსრულდა. იგი არის თუჯის კოშკი, რომელიც შეუკვეთეს ინგლისში 1860 წელს. 1862 წელს ჩამოასხეს ნაწილ-ნაწილ ინგლისური ფირმა „ეხტონ ამოს და შვილების“ ინჟინერ-მექანიკოსების მიერ, ხოლო ექსპლუატაციაში შევიდა 1864 წელს. შუქურის შემადგენელი კონსტრუქციები ლონდონიდან ტრანსპორტირებულ იქნა შავი ზღვის პორტში-ოდესაში, იმავე წელს ოდესიდან სამხედრო გემით „ბომბორი“, მაშინდელი თურქეთის იმპერიაში შემავალ პორტ ბათუმში, იქედან კი კომერციული თბომავლით ჩამოიტანეს ქალაქ ფოთში. თუჯის მრგვალი კონსტრუქციის შუქურის კოშკი აგებულია კლდოვან საფუძველზე და გააჩნია 8 მეტრის სიღრმის ფუნდამენტი, რაც მას მტკიცე საფუძველს უქმნის.

განვითარებისა და სრულყოფის მანძილზე შუქურამ დიდი გზა განვლო, მისი ბოლო გადაიარაღება მოხდა 1967 წელს.

შუქურა, რომელიც შორეულ მეზღვაურებს გზას უკვალავს და უზრუნველყოფს სადგურში შემომსვლელი და გამსვლელი გემების უსაფრთხო ნაოსნობას, პირველად ფოთში ააწყვეს,შემდეგ კი ყირიმსა და ოდესაში.ინგლისელმა მექანიკოსებმა მას ასევე კოშკურა ჩამოასხეს, რომელიც ასევე თუჯის მეტალისაგანაა დამზადებული. 1991 წელ ინგლისელი მექანიკოსების შთამომავლებმა ფოთში მოინახულეს ეს შუქურა და როგორც ტურისტული კომპანია „ახალი ფაზისის“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, „მათ სიხარულის ცრემლები მოსდიოდათ, დაუვიწყარი სანახაობა იყო მათთვის“.

ლონდონელი ინჟინერის მიერ აგებული შუქურა მაშინ 16000 მანეთი დაჯდა და საქართველომდე გემით ჩამოიტანეს. იგი დღემდე ითვლება შავი ზღვის აუზში ყველაზე მაღალ სანაოსნო ნაგებობად.კოშკის თავზე კი დამონტაჟებული იყო იმ დროისათვის საუკეთესო ფრანგული აპარატი, რომელიც ყოველ წუთში ნათდება თეთრი და წითელი სხივებით.

დღეს აქ ტურისტებისთვის მოწყობილია მინი მუზეუმი, კოშკურის თავიდან კი მთელი ქალაქი ჩანს.

კომენტარები