გადამზიდავ კომპანია „ბარვილ ჯორჯიას“ ფოთის საკონტეინერო ტერმინალის ტერიტორიაზე, ვალერი ჟღენტი 2012 წლის დეკემბერში მძიმედ დაშავდა. ტრავმის სიმძიმის გამო, რამდენიმეთვიანი მკურნალობის მიუხედავად, ის გარდაიცვალა.

ოჯახი კომპანიას მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას თხოვდა, თუმცა უშედეგოდ.

კომპანიაში დასაქმებულები სოლიდარობის, შრომითი უსაფრთხოებისა და შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნით რამდენიმე დღის განმავლობაში გაფიცულები იყვნენ, ტერმინალის მუშაობა კი პარალიზებული, თუმცა პროსტესტმა შედეგი ვერ გამოიღო და უცვლელი პირობებით სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.

ტერმინალზე დაზარალებულისა და გარდაცვლების ფაქტზე სარჩელი ფოთის საქალაქო სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანებამ შეიტანა.

სასამართლოზე დადგინდა, რომ გარდაცვლილმა საწარმო ტრავმა მიიღო და აღნიშნული მიზეზით გარდაიცვალა.

გაასაჩივრებს თუ არა კომპანია “ბარვილ ჯორჯია” ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამ დროისათვის უცნობია.

კომენტარები