არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის ვებ-გვერდზე, მარეგულირებელი კომისიებისა და სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირების 2013 წლის ხელფასისა და პრემია/დანამატების შესახებ ინფორმაცია განთავსდა.

თანამდებობის პირთა შორის ყველაზე დიდი თანხა პრემიისა ან სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის წევრებს – თითოეულ მათგანის პრემია 60 000-დან 120 000 ლარამდე მერყეობს. კომისიის თავმჯდომარის მთლიანი შემოსავალი ერთ წელიწადში, ჯამში, 311 744 ათასი ლარია.

1. აკაკი სიხარულიძე – კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია – 120 988 ლარი

2. ირაკლი მოსეშვილი – კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია – 120 158 ლარი

3. სოფო ბრიტანჩუკი – კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია – 120 156 ლარი

4.კარლო კვირაიშვილი -კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე – 95 693ლარი

პრემიებისა და სახელფასო დანამატების სიდიდით გამორჩეულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაც. 2013 წელს ცესკოს თავმჯდომარეს, ზურაბ ხარატიშვილსა (8 თვე) და თამარ ჟვანიას (4 თვე), ცესკო-ს მოადგილესა და მდივანს პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვთ 265 272 ლარი.

სხვა საჯარო სამსახურებში პრემიებითა და დანამატებით გამოირჩევიან: ირაკლი კოტეტიშვილი – საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი 80 450 ლარი; ირაკლი ღვალაძე – საქპატენტის თავმჯდომარე – 80 450 ლარი; გიორგი ხიზანიშვილი – სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი 60 500 ლარი; ვახტანგ კარგარეთელი – სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე 60 140 ლარი.

კომენტარები