მიმდინარე წელს, ფოთის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებზე პრემია, ჯამში, 520 ათასი ლარის ოდენობით გაიცა. წლის განმავლობაში პრემიები სულ 3-ჯერ დარიგდა.

“ამ წელს პრემია მეტი აღარ დარიგდება”- განაცხადა ფოთის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, ვასილ თოდუამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2014 წელს, ყველაზე დიდი ოდენობით პრემია თვითმმართველ ქალაქ ფოთში (346 თანამშრომელზე – 564 106.1 ლარი) გაიცა.

ამავე თემაზე:

TI – ყველაზე დიდი ოდენობით პრემია თვითმმართველ ქალაქ ფოთში გაიცა

კომენტარები