საზღვაო ნავსადგურებსა (ფოთი, ბათუმი) და ტერმინალებში (ყულევი, სუფსა) გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

კერძოდ,

2011 წელს ჯამურად გადამუშავდა – 22.1 მლნ. ტონა,

2012 წელს – 21,8 მლნ.ტონა,

2013 წელს – 21,9 მლნ ტონა,

2014 წელს – 21,3 მლნ. ტონა,

2015 წელს – 19.2 მლნ. ტონა,

2016 წელს (ათი თვე) – 14.6 მლნ ტონა.

ინფორმაციას სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი აქვეყნებს.

“2004 წლიდან დაწყებული საქართველოს ნავსადგურები ორჯერ გადაიყიდა, მაგრამ სასურველი შედეგი, როგორც ინვესტიციების, ისე ტვირთნაკადების მოზიდვით, არ ფიქსირდება, პირიქით, ტვირთნაკადი ბოლო 5 წლის განმავლობაში დრამატულად მცირდება. სახელმწიფოს მხრიდანაც შეინიშნება გარკვეული “ინერტულობა” ინვესტორისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მოთხოვნის შეუსრულებლობაზე” – წერია ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები