ქალაქში მისი საარჩევნო ბანერები უკვე გამოკრულია, თუმცა, ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ და ჯერჯერობით, არც საოლქო კომისიაშია რეგისტრირებული.
გოჩა კურდღელია შპს Caucasian Metals Terminal-ის 15 %-იანი წილის მფლობელია, დანარჩენ 85 %-ს კი შპს C.I.I. Clay Industries International Limited-ი ფლობს, რომელიც ოფშორშია რეგისტრირებული.
კურდღელია ასევე ფოთის ნავსადგურის მოიჯარე კომპანიების: შპს “პრომედკოსა” და შპს “ჯე-ეს-კოს” დამფუძნებელი და წილის მფლობელია.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდება. კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 21 სექტემბერია.
კომენტარები