ფოთიდან ზუგდიდში “ქართული ოცნების” შეკრებაზე, რამდენიმე ათეული ფოთელი, მათ შორის, საჯარო მოხელეები, ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით წაიყვანეს. დღისით ქალაქში შეფერხებულად მუშაობდა შიდასაქალაქო ტრანსპორტი. შეკრებაზე გამგზავრებული ერთ-ერთი ქალის თქმით, მიკროავტობუსში მყოფნი #1 საარჩევნო უბნიდან იყვნენ.

დღეს, პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა, ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია იქნება, მესტიის – კაპიტონ ჟორჟოლიანი; ფოთის – გოჩა კურდღელია; აბაშის – ლევან მაკალათია, სენაკის – ლევან კუპრეიშვილი; მარტვილში ალექსანდრე გრიგალავას, ხოლო ხობში გოჩა ქაჯაიას კანდიდატურები დასახელდა; წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანია, ჩხოროწყუს კი დავით გოგუა იქნება.

კომენტარები